17:09 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 10:07:43, 2241 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი - იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ ეჭვი არ არსებობდეს

„იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდეს“, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი საუბრობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკოსთა დაკავებაზეც და ამბობს, რომ აწუხებთ ეს ფაქტი.

„ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ“, - განაცხადა პრეზიედნტმა კალიულაიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

კალიოლაიდი გამოეხმაურა ბორდერიზაციის პროცესს და აღნიშნა, რომ სამწუხაროა როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა, არ აქვთ წვდომა საავადმყოფოებსა და ექიმებზე.

 „ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა, არ ქვთ წვდომა საავადმყოფოებზე, ექიმებზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ და ეს საკითები წამოვჭრათ იმ ხუთი პრინციპის დაცვით, რომელზეც ევროპა შეთანხმდა რუსეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა ხდება და არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ რუსეთს შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს,“ - გამუცხადა „ამერიკის ხმას“ პრეზიდეტნმა კალიულაიდმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics