|
2020-03-04 18:57:04, 2235 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - რაზეც პარლამენტში ისაუბრა მეათეხარისხოვანია
„რაზეც ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას. მისი თქმით, ზურაბიშვილი ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს. „მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს მკვლელების შეწყალება, დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამიტომ ამ ფონზე, რაზეც ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)