|
2020-03-04 11:38:00, 1108 ნახვა
კომენტარი
კალაძე - მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის პრევენციისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს
„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა და აღნიშნული სამუშაოები კიდევ გრძელდება. „„თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ და არ ვჩერდებით ამაზე. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. ამასთანავე, პრევენციის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, როგორც დედაქალაქის მერიის მისაღებში, ასევე ათივე გამგეობის სერვისცენტრში, ასევე სახელოვნებო სკოლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიის მთავრობის გადაწყვეტილებით 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით ბაგა-ბაღებში არდადაგები არის გამოცხადებული, რათა ყველანაირად დავიზღვიოთ თავი. თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსხური სრულად არის მობილიზებული, გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ამ საბჭოში შედის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)