15:57 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 15:05:00, 2701 ნახვა

პოლიტიკა
2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე რუსეთი ულტიმატუმს აყენებს

რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, პირობებს აყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირობა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომლის თანახმადაც, მოსკოვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება ჯერჯერობით არ შეუძლია.

სამინისტროს განმარტებით, თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და ამასთან, მოხდეს თანხის ოდენობის დაზუსტებაც.

როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვში შიშობენ, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობაც არ შეიძლება.

მათივე თქმით, საქართველოს მიერ წარმოდგენილ სიაში 1795 ადამიანია, რომელთაგან 290 სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამება და საჭიროა მათი სიიდან გამორიცხვა. რუსეთი მხოლოდ სიის დაზუსტების შემდეგ შეძლებს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics