10:14 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 15:28:03, 2837 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - სანამ პრეზიდენტი ვარ ერთსქესიანთა ქორწინებას რუსეთში არ დავუშვებ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით ოჯახის, როგორც ტრადიციული ქორწინების იდეა უცვლელი უნდა დარჩეს, ისევე, როგორც დედა და მამა და არა მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი.

მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს რუსეთში ჰომოსექსულაურობა დეკრიმინალიზებული იყო, ქვეყნის კანონმდებლობით ერთსქესიანთა ქორწინება დღემდე იკრძალება.

„ოჯახი, ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი, თვითონ იდეა ტრადიციული ქორწინების უცვლელი უნდა დარჩეს და არა როგორც მშობელი ნომერ ერთი და მშობელი ნომერ ორი, მე ამაზე ადრეც ვისაუბრე საჯაროდ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - სანამ მე პრეზიდენტი ვარ ლგბტ ქორწინება რუსეთში არ მოხდება, ჩვენთან იქნებიან მხოლოდ დედა და მამა ", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

„დედაზე" და „მამაზე" ჭორებმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-მდეც მიაღწია.

მის განცხადებამ აურზაური და დიდი არეულობა გამოიწვია ლგბტ საზოგადოებაში.

პუტინის განცხადებას მედიაშიც გამოეხმაურნენ. „The advocate" - მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დიქტატორი, რომელსაც სურს  ერთსქესიანთა ქორწინების სამუდამოდ აკრძალვა". პუტინი, რომელიც „ქორწინების თანაბარი უფლებების " წინააღმდეგ გამოვიდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპთან აიგივებენ. დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეს შეუძლია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმება, თვითონ ტრამპი კი არასოდეს გამოსულა ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად.

"პუტინის რუსეთი ძალიან ჰომოფობიური და ტრანსფობიური ადგილია" - წერს "Gay Star News". ამერიკელი კოლეგების სტატისტიკაზე დაყრდნობით 2019 წელს რუსეთის მოსახლეობის 87-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics