11:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 12:36:04, 2624 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - ოლიგარქი თუ დღევანდელ უსამართლო საარჩევნო სისტემას დატოვებს, უმრავლესობა არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება

„იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და დატვებს დღევანდე უსამართლო სისტემას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარ ოლქებში საერთო კანდიდატებს წარვადგენთ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არსებული საარჩევნო სისიტემის შემთხვევაშიც დამარცხდება, რადგან მას ერთი მოწინააღმდეგე ეყოლება.

„იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და დატვებს დღევანდე უსამართლო სისტემას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარ ოლქებში მოვახდინოთ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია და გვაყავდეს საერთო კანდიდატი. ძალიან მალე გვექნება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ოლქში, პირველ რიგში თბილისში და მერე სხვაგანაც შეთანხმებები. რაც არის იმისი გარანტია, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი ანუ 77/73 პირობებშიც კი ფიზიკურად ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ მას ეყოლება ერთი მოწინააღმდეგე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის ოლქებში, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდენენ. მათი ცნობით, უახლოეს პერიოდში სხვა მაჟორიტარ კანდიდატებზეც შეთანხმდებიან და მათ ვინაობასაც გაასაჯაროებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics