12:45 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 10:47:28, 938 ნახვა

კომენტარი
ვანო მერაბიშვილი - ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს

„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს“, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ ხელისუფლების დასამარცხებლად აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს.

„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს.

ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ქვეყანა წავა წინ. მე გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics