12:45 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 16:16:46, 1717 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას არაფერი ემუქრება

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, ამსოლუტურად არაფერი არ ემუქრება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, უმრავლესობასთან ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა არ ნიშნავს ფორმატიდან გასვლას.

„შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას. მაგრამ რაც მთავარია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, ამსოლუტურად არაფერი არ ემუქრება. მუშაობა ძალების კონსოლიდაციისათვის და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გრძელდება და ამას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, „გირჩმა“ დღეს უმრავლესობასთან მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც ცნობილია, „გირჩის“ წარმომადგენლები არჩილ თალაკვაძეს ხვდებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics