10:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-16 11:17:31, 4425 ნახვა

მსოფლიო
24 საათში 143 დაღუპული - კორონავირუსის გავრცელების და ზრდის ტემპი

ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოშისულ კორონავირუსით 1669 ადამიანია გარდაცვლილი.

დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსის (კოვიდ-19) პირველი მსხვერპლი აღირიცხა. ეს არის 80 წლის ტურისტი, რომელიც პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა. მისი სახელი და გვარი მედიისთვის ცნობილი არ არის.

ჩინელი მამაკაცი საავადმყოფოში 25 იანვარს მოათავსეს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და ის დიდი ხანი იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. ინფიცირებულია მისი ქალიშვილიც, თუმცა ამ უკანასკნელმა მკურნალობის კურსი წარმატებით გაიარა და საავადმყოფოდან მალე გამოწერენ.

პარალელურად, ინფიცირების პირველი შემთხვევა აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე. ინფორმაციას ეგვიპტის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ჩინეთში დღეს დაღუპულთა რაოდენობა 143 ადამიანით გაიზარდა და ახლა 1 500-ს აჭარბებს. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამაც 2 641-ით მოიმატა და ახლა 67 000-ზე მეტია.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ იაპონიის ერთ-ერთ პორტში 5 თებერვლის შემდეგ გაჩერებული საკრუისო ლაინერიდან, ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაიყვანს. გემი კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, 10 დღეა კარანტინში იმყოფება და მგზავრებს ხმელეთზე გადასვლის საშუალება არ აქვთ. ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

განცხადება იაპონიაში აშშ-ის საელჩომ გააკეთა. ევაკუაციის შემდეგ, ამერიკის 400-მდე მოქალაქეს კიდევ ერთი კარანტინი ელოდებათ, რომელიც სულ ცოტა, 2 კვირა გასტანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics