|
2020-02-14 18:37:06, 1638 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოს მადლობას უხდის
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის“, - წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)