2020-02-12 13:46:18, 1854 ნახვა
კომენტარი
ძიძიგური სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებზე - კრიტიკა ქვეყანას ფატალურ შედეგამდე მიიყვანს
„დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს, ეს კი ქვეყანას ფატალურ შედეგამდე მიიყვანს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნით იყენებენ.
„როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები სასამართლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს აკრიტიკებენ, ხელისუფლებას კი მიუთითებენ, რომ ის სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამით ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ქვეყნის იმიჯი როცა ზარალდება, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან დიდი ალბათობით შესუსტდება და ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ფატალური შედეგით დასრულდება“, - განაცხადა ზვიად ძიძგურმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,