|
2020-02-09 16:09:39, 1913 ნახვა
ეკონომიკა
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება, ხოლო ისრაელთან კვლევა დასრულების ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, განაცხადა. „ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულების ბოლო სტადიაზეა. კვლევის შედეგებმა ორივე ქვეყანას შესაძლებლობა უნდა მისცეს, მიიღონ გადაწყვეტილება, როდის დაიწყონ მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად," - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა ინდოეთთან და მოლაპარაკების პირველი რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პირველი რაუნდის შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)