19:41 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 12:25:17, 1114 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ძალიან დიდი სირცხვილია, ეუთო/ოდირმა ოპოზიცია მძიმედ დატუქსა

„ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ეუთო/ოდირის შეფასებით ქვეყანაში ოპოზიცია არაკომპეტენტურია, რაც უხერხული ფაქტია.

„ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოდირმა იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს.

„ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, რა თქმა უნდა, მითითება იყო შიდაკონსენსუსთან დაკავშირებით, მითითება იყო გარკვეულ ხარვეზებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics