|
2020-02-05 15:15:49, 984 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ
„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის სათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს. „მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ დღეიდან უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)