20:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 12:34:50, 1182 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი - მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ვაშინგტონში არაფრის მომგვარებელი არ არის

„მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში არაფრის მომგვარებელი არ არის“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ში მმართველის გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

მისი თქმით, თუ დღის წესრიგში სანქციების დაწესების საკითხი დადგება, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ამას ვერ გამოასწორებენ.

„ვიზიტი, ასე ვთქვათ, განყენებულად და როგორც აღვნიშნე, მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში არაფრის მომგვარებელი არ არის. იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო ხელისუფლებამ და დააზიანა ამით ბევრი რამ. არ მგონია სანქციების დაწესების საკითხი სერიოზულად იდგეს დღის წესრიგში და თუ ეს საკითხი დადგა, მე არ მგონია აქედან ჩასულომა ამა თუ იმ პირმა შეცვალოს რამე. ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებებს არც იღებენ და არც ცვლიან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics