23:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 13:52:07, 1242 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილმა ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს პრეზიდენტობა

„ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში“- ასე აფასებს  „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებითვის საფრთხეს წარმოადგენს და მან ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს პრეზიდენტობა. 

„მრცხვენია, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, მაინც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამ ქალბატონს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ადამიანი, ვინც დაშინებით, იძულებით თუ თავისი ნებით მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს. სირცხვილია და მე ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს მან საპრეზიდენტო სტატუსი, რადგან ეს არის საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში, ეს ცალსახაა, ფაქტია და უკვე დადასტურებულია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics