23:34 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 18:28:11, 1849 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის ევოსაბჭოში გამოსვლაზე: ოკუპაცია მხოლოდ მე-40 წუთზე გაახსენდა

„საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40  წუთზე გაახსენდა ოკუპაცია, რაც კარგად  მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას“,   - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა „კიდევ ერთხელ „მოახერხა“ მოლოდინის გამტყუნებაც“.

„გამოვყოფდი ორ ფაქტორს : პირველი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40  წუთზე გაახსენდა ოკუპაცია. ეს კარგად  მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას და მეორე, ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერმინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა მისი გამოსვლის ფორმასთან  და რეგლამენტთან დაკავაშირებით . მან მოახერხა რომ  ისიც დაიმსახურა, რაც ამ ორგანიზაციაში არ მომხდარა , რატომ ?!  მიზეზი მარტივია - რაც შეიძლება ცოტა დრო დატოვა კითხვებისთვის.  ჩვენ მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები , მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული  გამოსვლები და მოვისმინეთ ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან . მიმაჩნია რომ ეს გამოსვლა არაფრით წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics