23:34 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:41:50, 2020 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე ხელისუფლებზე - თუ უნდათ არჩევნების მოგება, ფსონი ახალ ცოცხზე უნდა დადონ

„თუ უნდათ, რომ არჩევნები მოიგონ, ახალ ცოცხზე უნდა გააკეთონ ფსოონი, რომელიც სულ სხვა რიტმში წაიყვანს პარტიას“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების თაობაზე.

დოლიძის თქმით, ივანიშვილმა, შოთაძემ და ღარიბაშვილმა თანამდებობებზე საკუთარი მონაცემები ამოწურეს.

„ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე იყო პრემიერი, ისევე როგორ ღარიბაშვილი იყო პრემიერი,შოთაძე იყო პროკურორი.შეიძლება ითქვას,რომ მათ საკუთარი მონაცემები ამ თანამდებობაზე აჩვენეს,ანუ „ქართული ოცნების“ პერსპექტივიდან გამომდინარე თუ უნდათ, რომ არჩევნები მოიგონ ახალ ცოცხზე უნდა გააკეთონ ფსონი,რომელიც სულ სხვა რიტმში წაიყვანს პარტიას და არა იმ ნელთბილ ,საახალწლო რიტმში,რაშიც ახლა მთავრობა მუშაობს თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას აქვს საოცარი საკადრო შიმშილი და უკვე მეორე წრეზე აბრუნებს კადრებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება იპოვოს ვინმე ქარიზმატული საქმის გამკეთებელი, თან კონპეტენტური და უერთგულესი კადრი, რომელიც სჭირდებათ ხოლმე, რომელიც ამ პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს. “,- განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics