05:23 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 10:02:50, 1768 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ვახტანგ გომელაურმა ენრიკო ვალვოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლზე და  სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics