23:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 16:36:53, 1877 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენსა და კონგრესმენებს შორის არსებული ნებისმიერი საკითხი პირისპირ დიალოგით უნდა გადაწყდეს

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენსა და კონგრესმენებს შორის  შეიძლება არსებობდეს უნდა იქნას განხილული არა წერილებით, არამედ პირისპირ დიალოგით“, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენების წერილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.  

მისი თქმით, საკითხის ზედმეტი დრამატიზება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.

„ნებისმიერი კითხვა და საკითხი, ან იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა თუ ჩვენ შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების მეშვეობით, არამედ პირისპირ დიალოგით. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში საჭირო არ არის, ეს ძალიან კარგად მინდა იცოდეს ყველამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics