|
2020-01-24 15:39:29, 2217 ნახვა
კომენტარი
უგულავა ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეებს - დედათქვენებს რას ვერჩი, თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ
„დედათქვენებს რას ვერჩი, თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ საკრებულოში მყოფ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილი ცემაში მიიღეს მონაწილეობა. უგულავამ დასძინა, რომ ყველა ვინც აღნიშნულ ფაქტში იღებდა მონაწილეობას არის "ნაგავი", რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა "გაიტანონ". „ყველა ის ვინც მონაწილეობდა პირდაპირ უნდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი, ნაგავი რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან და ნაგავი რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან, რაც უფრო დიდიხანი დაჩება ეს ნაგავი მით უფრო აყროლდება, აყროლდება ზუსტად ისე როგორც თავის დროზე აყროლდა ასლან აბაშიძის რეჟიმი, ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა ათი ერთზე ვინც ჩხუბობს, უბრალოდ მართლა დედათქვენებს რას ვერჩი თორე მოსაკითხები ხართ სათითაოდ. იმიტომ, რომ არ გესმით რა არის დეპუტატი, ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ, რამდენიმე თქვენგანი პირდაპირ კალაძის შნირი ბრძანდებით , აი ეს არის ქართული ოცნების ხროვა დღეს, თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)