|
2020-01-24 11:25:34, 1118 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი: არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა
„არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა“, - ასე გამოეხმაურა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას გუშინდელ კომენტარს, რომელიც დაინერესდა, თუ საიდან მიიღეს ჟურნალისტებმა ინფორმაცია მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე. იონათამიშვილის განცხადებით, გასარკვევია თუ როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის ჟურნალისტებისთვის მიწოდება. „არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, რომ ქალბატონი ნინო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, თქვენ, ჟურნალისტები უფრო ინფორმირებული ხართ, ვიდრე ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები. გამოსარკვევია, როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება. თუმცა მეორე მხრივ, ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, მხოლოდ იმიტომ რომ სახალხო დამცველი არ ასახელებს ვის შეხვდა და მას აქვს უფლება, არ დაასახელოს ვის შეხვდა, უწოდებს დაკომპლექსებულს. ეს მეორე უბედურებაა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)