|
2020-01-22 17:01:34, 1481 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება ხალხისგან დამალვას მწვანე კედლით ცდილობს
„კედელი არის სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც საკუთარი ხალხისგან დამალვას ცდილობს“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ხალხი პარლამენტის წინ აქციაზე უსამართლობას გამოჰყავს, პროტესტი კი მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ხალხის მოსმენას არ დაიწყებს. „ადამიანები საპროტესტოდ გამოყავს უსამართლობის განცდას, ხელისუფლების ტყუილს, გამოყავს იმას, რომ შვილმკვდარი მამა უკვე ორი წელია ითხოვს სიმართლის დადგენას და მკვლელის დასჯას. როგორ შეაჩერებს ამას კედელი? კედელი პირიქით, არის დამატებით უსამართლობის სიმბოლო. კედელი არის სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც საკუთარი ხალხისგან დამალვას ცდილობს. ამიტომ, პროტესტი გაგრძელდება და შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება კედლების აშენების ნაცვლად დაიწყებს ადამიანების მოსმენას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)