|
2020-01-22 12:30:43, 1784 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი აქციების შესაწყვეტად, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება
„ფაქტიურად, თბილისის მერიამ ოკუპაცია გაუკეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას“, - ასე ეხმაურება გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიის მიერ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციების შეწყვეტა უნდა, თუმცა პროტესტი კვლავ გაგრძელდება. „მიხვდნენ რომ მე გუშინ ვაპირებდი აქ ბანერის დადგმას და ამიტომ, წუხელ მოვიდნენ, აიღეს ეს ატრაქციონები და ჯებირი გაუკეთეს. მე იქ ვიმყოფებოდი ღამის 4 საათამდე. ფაქტიურად, ოკუპაცია გაუკეთეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ აქციები არ გაიმართოს და მშვიდობიანი პროტესტი ადამიანებმა არ გამოხატონ. უბრალოდ ერთი რამ არის მტკივნეული, მთელი მსოფლიო და მთელი ევროპა ხედავს ამათ სიმახინჯეს, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ დღეს ქართველი ხალხი ამაზე თვალს ხუჭავს. პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)