|
2020-01-15 15:34:50, 1354 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: პირობას ვდებთ, რომ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით
„ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს“,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დაახმარების 80 მანქანა მოემსახურება. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის, დედაქალაქის მერიას და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პროფილური საქმიანობა არ იყო, ისინი შეუდარებლად კარგად ახორციელებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. დღეიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენაა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების 80 მანქანა, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დღეიდან მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც წლევანდელ წელს, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან თბილისის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, რომელიც 7 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)