09:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 15:57:28, 2315 ნახვა

სამართალი
გვარამიას, დამენიასა და იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა.

ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, არევაძემ ნიკა გვარამია მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, სხდომაზე მოსამართლემ ნიკა გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების და მისივე „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო განმარტება მოსთხოვა, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ მოსამართლისთვის ანგარიშის ჩაბარებას არ აპირებს, რადგან მას აქვს გამოხატვის თავისუფლება.

ამგვარი შეფასებები მოსამართლემ სასამართლოსა და მისდამი შეურაცხყოფად მიიჩნია და გვარამიას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გვარამიას, დამენიას და იაშვილს ბრალდება გასული წლის 6 სექტემბერს წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კახაბერ დამენიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, პროკურატურის ცნობით, მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics