|
2020-01-06 13:03:22, 1210 ნახვა
კომენტარი
მამალაძის ადვოკატი - დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში მოხდება
„დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოზე მოხდება“, - ასე უპასუხა „კურიერის“ კითხვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებაში არა სიმშვიდე, არამედ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა. „მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს, რადგანაც მე ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. ბევრ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს ექნებოდა პასუხები მოთხოვნილი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჩვენს კომპეტენციაზე, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული ნაბიჟი. რომელსაც აპოლიტიკური ნაბიჯი ჰქვია და რომელიც არ გააჩნია პრეზიდენტს. მან საზოგადოებაში არა სიმშვიდე, არამედ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით და ამ ყველანაირი იგნორირებით, რასაც სამართლიანობა ჰქვია. ეს გადაწყვეტილება შედიოდა საპატრირქოში მყოფი სასულიერო და საერო პირების და იმ თანამდებობის პირების, რომლებიც ერთმა ქორეპისკოპოსმა ერთხელ ახსენა, რასაც სისულელე და სიშტერე უწოდეს. რაც აწყობთ გასაკეთებელია და რაც არა მიუღებელი. სამომავლოდ დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამარტლოზე მოხდება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)