12:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 10:31:45, 3319 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პილოსი ირანელი გენერლის მკვლელობას საშიში ესკალაციისა და ძალადობის საფრთხედ აფასებს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ იერიში ირანელი გენერლის წინააღმდეგ კონგრესთან „კონსულტაციის გარეშე“ განხორციელდა და ამან „დამატებითი საშიში ესკალაციისა და ძალადობის“ საფრთხე შექმნა.
"მთავარი პრიორიტეტი ამერიკელი ლიდერების არის ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლის და ინტერესების დაცვაა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ გვაქვს უფლება, საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ამერიკელი დიპლომატების სამხედროების და სხვების სიცოცხლე. როცა ლიდერები კონგრესის გავლით ახორციელებენ პროვოკაციულ და საშიშ ქმედებებს, პასუხისმგებლობა მათაზეა" - განაცხადა ნენსი პილოსიმ.
 ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. 
პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics