23:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 12:06:06, 2627 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

„პროტესტი გამიჩნდა იმიტომ, რომ ამ კაცს არ აინტერესებდა რატომ ვიყავით აქ მოსულები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ, რომელმაც ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, ფინანსთა მინისტრმა თავად აღნიშნა, რომ ტელევიზიებზე ინკასოს დადება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

 „ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვა ისიც, რომ დააყენეთ ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გინდათო, შესაბამისად დღევანდელმა ფინანსთა მინისტრმა ხელები შეაწმინდა მის წინაბორბედ გუნდს და ალბათ მივა მაქამდეც საქმე, რომ დადგება ოდესმე ვინმეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics