11:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 15:15:36, 3171 ნახვა

სამართალი
ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს - რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ, აღიარებთ?

სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო.

როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგის მისაღებად სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

„სასამართლოს დაველოდოთ და მიიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ თქვენ, აღიარებთ?” - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყოპროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics