|
2019-12-20 13:52:09, 1710 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ოპოზიციას უნდა მოდელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს - ასეთი ბუნებაში არ არსებობს
„ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერისა პარტიამ უნდა წააგოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაუკა მდინარაძემ ოპოზიციისა და და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულებიშ შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერის პირობებში არა არსებობს მოდელი, რომლითაც პარტია არჩევნებს წააგებს. „ოპოზიციის პირველი წინადადება იყო რომ კონსტიტუციის შეუსაბამო პროექტი მიგვეღო კანონის სახით. ეს იყო პირველი არარეალური შემოთავაზება და დაარქვეს მას „გერმანული მოდელი“ და ვერ გაარჩიეს რომ პროპორციული არ უდრის შერეულ სისტემას. მეორე მათი შემოთავაზება იყო, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ჩვენ მიგვეღო ცვლილებები ავღანური მოდელის მიხედვით, რაც მიზანშეწონილობის ელემენტარულ წესს ვერ გადიოდა. დღეს, მას შემდეგ, რაც ვერც ერთი რეალური წინადადება ვერ წარმოადგინეს ჩვენ ვუთხარით მათ, რომ რაციონალური, რეალური წინადადება შეიძლება იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპროციული მანდატების რაოდენობა, რაზეც როგორც ჩანს, ისინი არ თანხმდებიან. თუმცა დიალოგის კარი არ დახურულა და ამაზე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერისა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს. ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს მსოფლიოში მოდელი, როდესაც მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი მხარდაჭერის მქონე პარტია აგებს არჩევნებს არ არსებობს. ასეთი მოდელები და ასეთი შემოთავაზებები არასერიოზული და არარელევანტურია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო „შერატონში“დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, რომელშიც მაჟორიტარული მანდატები 50-მდე იქნება შემცირებული.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)