22:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 18:12:57, 1867 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე „ოცნებასთან“ შეხვედრაზე: მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემთ

„მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს“,  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შესაბამის განცხადებებს ხვალ გააკეთებს.

„ის რაც არ მინახია, თუ არსებობს ბუნებაში საერთოდ იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. წარმოდგენა რომ შეგექმნათ პოზიციაზე, ხელისუფლება მყავს მხედველობაში, გახსოვდეთ, რომ , თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც გარანტიას მისცემს მათ, რომ სახელმწიფოში გაგრძელდეს ერთპიროვნული მმართველობა.  არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული მმართველობა. ამიტომ, დაველოდოთ და  ხვალ ყველაფერს გეტყვით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, ხვალ მმართველი გუნდი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics