21:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 11:11:01, 1241 ნახვა

პოლიტიკა
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია

მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც.

მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა.

„შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული,  რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის  მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო  ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურად გადანაწილებას,  საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის  საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება  მიღებულ იქნას ერთიან, გაზიარებულ ფორმატში საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics