20:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-15 13:31:26, 1625 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: გავცვლით არგუმენტებს მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.

მხარეები მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და არგუმენტებს ცვლიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის შედეგები თითოეული მონაწილე პოლიტიკური პარტიის პოზიციაზეა დამოკიდებული.

 „წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს იყო გაჟღერებული მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან. დღეს ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით და თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული.როგორ გაგრძელდება მომავალში დიალოგი, ამას უკვე ვნახავთ შეხვედრის შემდეგ. წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ,  რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics