18:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 17:17:36, 1802 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტში მესამე მოსმენისთვის მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, როგორც მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს  არ ცვლის კანონპროექტის შინაარსს.

პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტასთან, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები, სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება.

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

„ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები და ფართო ჩართულობით, ჩვენ მოვახერხეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პაკეტის ჩამოყალიბება. ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება აშშ-ის საელჩომ, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ეს მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას - საუბარია დისციპლინური წარმოების საკითხებზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწაზე. სამივე მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები და ჩვენ, ამ კუთხით, ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics