|
2019-12-13 12:24:53, 1438 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა
„უვადოდ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის, რამდენიმე ოდიოზური ფიგურაცაა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია საზოგადოებას სასამართლოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს. „ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. რაც შეეხება მოსამართლეებს ინდივიდუალურად, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ბევრი მათგანი არ იქნა დამტკიცებული. თუმცა, მათგან ვინც იქნა დამტკიცებული არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს არის ჩემი აზრი“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა და ისინი უვადო მოსამართლეებად აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)