09:50 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 15:42:45, 1849 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებაში მოსასვლელად ადამიანებს წამლავენ

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? შემოდიან წამლავენ ადამიანებს ისევ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის თაობაზე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერების პარლამენტში შეტანის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 2 პარლამენტის დეპუტატია.

„ორი ქალბატონი დეპუტატი გახდა ცუდად, ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი. ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ერთი ქალბატონი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენებს აქ მკურნალობენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? შემოდიან წამლავენ ადამიანებს ისევ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ადამიანური და პოლიტიკოსის საქციელია? დასავლურ პოლიტიკოსობაზე რომ დებენ თავს, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც  დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics