18:48 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 13:13:29, 1092 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მელიაზე: პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით

„დანაშაული ჩაიდინა პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

კობახიძის თქმით, მელიამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და კონსტიტუციის მიხედვით დანაშაული ითვალისწინებს დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტას.

"საკითხი არის ძალიან მარტივი, კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით. ჩაიდინა თუ არა ამ კაცმა დანაშაული? ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა მძიმე დანაშაული? მძიმე დანაშაული ჩაიდინა. კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს თუ არა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას? ითვალისწინებს. და კიდევ, პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება და პარლამენტი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics