|
2019-12-11 15:46:17, 1765 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე
„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან“,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ჯართან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიში. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. „ის, რაც ხდება დღეს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი, სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ტერორისტები, თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით დასრულდა თუ არა ოპერაცია, მაგრამ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან და რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა მათ ვუსურვო ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება,“ - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)