17:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 14:21:17, 1710 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს

ასეთი განცხადებები შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ზურაბიშვილი  დაექვემდებარებოდა 
იმპიჩმენტის პროცედურებს, - ამის შესახებ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს. ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან.
მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით.
ეს არის წარმოუდგენლად მავნე თანამდებობის პირი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ასეთი განცხადებები შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ეს ადამიანი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ უფრო სამარცხვინო მცდელობებს ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ამართლებენ ამ ადამიანს. ”

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა  თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics