09:49 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 17:43:44, 1895 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.

„მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა  ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“,  -  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics