16:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 14:25:51, 1599 ნახვა

სამართალი
მეუღლის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.ჩ-მ  2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს - ნ.ს-ს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,  სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით  წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავეს თბილისში.  მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება),  1261  მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics