|
2019-12-05 13:44:13, 1872 ნახვა
კომენტარი
თურნავა: დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია
„დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც ჩვენს მოსახლეობას სწყურია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, მოსახლეობას დასაქმება, ფასების საკითხი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება აინტერესებს. „მოსახლოებას ადარდებს დასაქმება, ფასები, როდის აშენდება ახალი ობიექტები, ეს საკითხები არის ყურადღების ცენტრში და ყველაფერი, რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა რადიკალიზაცია და დესტრუქციული მოწოდებები, ეს არის ის, რასაც ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, ახდენს თუ არა მიმდინარე პროცესები, მათ შორის საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხსენებული ფაქტორები ეკონომიკაზე მოქმედებს, თუმცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიზნესმა და დასაქმებულებმა ნეგატიური შედეგი ნაკლებად იგრძნონ. „ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას, აზარალებს ეკონომიკას, მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)