|
2019-11-28 15:53:34, 1257 ნახვა
ეკონომიკა
ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გერმანიის და ბრაზილიის შემდეგ, საქართველომ მემორანდუმი ქუვეითთანაც გააფორმა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ქუვეითის წარმომადგენლებთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა, კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები. სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად. „დღეს დასაქმების კიდევ ერთი ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია. „ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტები არიან“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)