12:09 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 15:35:55, 1647 ნახვა

კომენტარი
გახარია: ბიძინა ივანიშვილმა, გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს

„ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად, გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმისა, რამდენად რთულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების სრული დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად.

„რამდენად რთულია სრული დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად და ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში, სადაც მედია თავისუფალია, სადაც გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, როდესაც ზოგიერთები პარლამენტის შტურმს და ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ, ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები.  მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის მიზანი, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში დავინახეთ ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვიმუშავებთ. ამ ქვეყანაში, ბოლო წლებში ყველა აქცია, რომელიც რჩებოდა კანონის ფარგლებში და იყო მშვიდობიანი არაფერი არ დამუქრებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბლოკირება, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლა არ არის კანონიერი“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics