12:09 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 14:05:12, 1488 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი

„მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას, რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეავსონ გამოთავისუფლებული სკამები.

„მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას, რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი. ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ, იმიტომ რომ იმ მზაკვრობის და იმ ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება.  ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა. დღეს ბუნებრივია დასრულდა, იხოხიალეს უთავმოყვარეო ადამიანებმა, იძრომიალეს უკანა ხვრელებით გაძვრნენ. დეპუტატები უკანა კარებიდან და ფანჯრებიდან ატარეს, სადამდე ივლინ ასე ნახირივით ეს უთავმოყვარეები. დღეს ეს პარლამენტი რამეზე კი არ მსჯელობს, ისინი მსჯელობენ გამონთავისუფლებული სკამები როგორ შეავსონ“,- განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics