09:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-23 10:43:44, 2657 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი კორტნი - დასავლეთში არსებობს შეშფოთება, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში შეშფოთებას იწვევს. - ამის შესახებ კორტნიმ "ამერიკის ხმასთან" საუბარში ვაშინგტონში განაცხადა.

”დასავლეთში არსებობს შეშფოთება, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის - რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა.

დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის“, - განაცხადა კორტნიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics