14:36 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 12:59:56, 1452 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: არ მჭირდება არავის კვლევები, კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება

„არ მჭირდება არავის კვლევები, მე საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან კარგად ვიცი პარტია "ქართული ოცნებისა" და პირადად ჩემს მიმართ“,- ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ  "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)  მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ს კვლევები სანდო არ არის, რადგან ის რეალურ შედეგთან ყოველთვის აცდენილი იყო.

"მე პირადად ამ კვლევას არ ვენდობი, იმიტომ, რომ ჩვენს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველა 2012 წლამდეც და მოყოლებულიც ყველა კვლევა რეალურ შედეგთან ყოველთვის იყო ეს აცდენილი. არ მჭირდება არავის კვლევები, მე საზოგადოების დამომკიდებულება ძალიან კარგად ვიცი პარტია "ქართული ოცნებისა" და პირადად ჩემს მიმართ. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში. ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს. რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. აი ეს არის ჩვენთვის ყვეაზე მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან საზოგადოების კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე 57%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდიდად პირველ ადგილზეა კახა კალაძე 49%-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics