05:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 14:35:34, 1084 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს და პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად

„ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს და პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს შესაბამისი ზომების მიღება.

„მე ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად და სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სახეზე კანონის დარღვევა.

ბუნებრივია, რელევანტურია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ თუ კანონდარღვევას ექნება ადგილი, იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მანვე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განცხადებებში მითითებულია, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.

„ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს და შსს-ს პოზიცია, ეს იყო ასევე აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პოზიცია, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, დემოკრატიის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics