05:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 12:46:44, 1185 ნახვა

პოლიტიკა
60 კლინიკაში და საქართველოს ყველა რეგიონში ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს

საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ კლინიკაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართა.
ექმები სხვაასხვა კლინიკის ეზოებში და ტროტუარებზე დადგენენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დკავება გააპროტესტეს.
თეთრხალათიანების პროტესტი თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გაიმართა. მედიკკსები უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება მოითხოვენ.
„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ბათუმელმა ექიმებმა აღნიშნული მოთხოვნით დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის კურსელებიც იმყოფებოდნენ.
ზუგდიდში  "თეთრი ხალათების აქციაზე" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალთან და კლინიკა „გულთან“.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ლაივპრესის ფოტო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics